საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: | სამართალი |
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად): |
სამართლის მაგისტრი * |
სწავლების ენა: | ქართული |
სწავლების ხანგრძლივობა | 4 სემესტრი |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
პროფესორი, სამართლის დოქტორი - ირაკლი ბურდული |
პროგრამის სტრუქტურა: |
|
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები | 120 ECTS |
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი |
90 ECTS |
სავალდებულო სასწავლო კურსები | 12 ECTS |
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსები
|
18 ECTS |
* |
(მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში). |
პროგრამის მიზნები:
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
• შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სფეროში და გამოუმუშავოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
• გამოუმუშავოს საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სფეროში საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
• გამოუმუშავოს აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისათვის საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების გაზიარების უნარი;
• გამოუმუშავოს საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და სამეცნიერო კვლევის უნარი;
• გამოუმუშავოს სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების ფორმირების უნარი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და B2 დონის უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები/ტესტები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
უცხოური (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ენის გამოცდისაგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენაზე ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე გავლილი აქვს სასწავლო კურსი.
სწავლის შედეგები
(კურსდამთავრებულს უნდა ქონდეს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები)
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(A) ახდენს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე არსებული სამართლებრივი პრობლემების კომპლექსურ შეფასებას, ფორმულირებას და განმარტების მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის საუკეთესო გზებს;
(B) აანალიზებს საკანონმდებლო ნოვაციებს, თანამედროვე სასამართლო პრაქტიკას, მეცნიერულ სიახლეებს და თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის საფუძველზე აყალიბებს საკუთარ კომპლექსურ და ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს;
(C) მსჯელობს აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტების გათვალისწინებით, ქართულ და უცხოურ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენებზე, წერილობითი და ზეპირი ფორმით;
(D) ახდენს პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზითა და ინტერპრეტირებით სამეცნიერო-კვლევითი პროცესის დაგეგმვას, აგროვებს პირველად მონაცემებს შესაბამისი კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ამოიცნობს სამეცნიერო კვლევის შესრულებისთვის საჭირო სამართლებრივ კვლევის მეთოდებს, შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს;
(E) აანალიზებს იურიდიული პროფესიების ეთიკურ, ზნეობრივ და მორალურ ასპექტებს, სამეცნიერო კვლევების ეთიკურ შედეგებს და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების ფორმირებაში.
შესაბამისად, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ სტუდენტს შეეძლება:
(A) მიღებული ცოდნის საფუძველზე კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება, ფორმულირება, ანალიზი, სინთეზი და აკადემიურ და პროფესიულ გარემოში მათი გადაჭრა;
(B) კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბება;
(C) აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენებზე ეფექტური კომუნიკაცია;
(D) კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში მონაცემების ანალიზითა და ინტერპრეტირებით სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
(E) საკუთარი ქცევის ადაპტირება სამართლებრივ ღირებულებათა სისტემასთან, იურიდიული პროფესიების ეთიკური, ზნეობრივი და მორალური ასპექტების ანალიზი და ახალი პროფესიული ეთიკური სტანდარების საჭიროების შემთხვევაში, მათ შემუშავებაში მონაწილეობა.
დასაქმების სფეროები:
სამართლის მაგისტრი მომზადებულია სამართლის სფეროში მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. შესაბამისად, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.